უნგრეთის საპასუხოდ, უკრაინა ქვეყნიდან ორ უნგრელ დიპლომატს აძევებს

ბუდაპეშტის ქმედებებზე პასუხად, უკრაინა ქვეყნიდან ორ უნგრელ დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ავრცელებს. მათ ქვეყანა 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.

„ამ წამს მოვიწვიეთ უნგრეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში და შესაბამისი ნოტა გადავეცით“, - განაცხადა სიბიგამ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინა უნგრეთის ქმედებებზე საპასუხოდ მოქმედებს, ორმხრივობის პრინციპიდან და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

ცნობისთვის, აქამდე 9 მაისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათ უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ქსელი გამოააშკარავეს, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას აწარმოებდა უკრაინის ზაკარპატიეს რეგიონში. კერძოდ, ისინი ცდილობდნენ რეგიონის სამხედრო დაცულობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, და ადგილობრივი მცხოვრებლების საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებების შესწავლას: კერძოდ, მათი ქცევითი სცენარების შესწავლას, თუ რეგიონის ტერიტორიაზე უნგრული ჯარები შევიდოდნენ.

თავდაპირველად, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრული ჯაშუშური ქსელის გამოაშკარავების შესახებ მათ კიევისგან არანაირი ოფიციალური ცნობა არ მიუღიათ, რამდენიმე საათის შემდეგ კი უნგრეთმა ჯაშუშობის ბრალდებით ქვეყნიდან ორი უკრაინელი დიპლომატი გააძევა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს