უკრაინის იუსტიციის სამინისტრო - უნგრეთმა გადადო უკრაინასთან ეროვნული უმცირესობების შესახებ მოლაპარაკებები, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებასთანაა დაკავშირებული

უნგრულმა მხარემ უკრაინასთან ეროვნული უმცირესობების საკითხზე დაგეგმილი მოლაპარაკებები გადადო, - ინფორმაციას უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„ადრე ბუდაპეშტში მხარეები შეთანხმდნენ ექსპერტთა ჯგუფების მუშაობაზე, რათა განიხილონ უნგრეთის 11 რეკომენდაცია. უკრაინის დელეგაცია პირველ შუალედურ შედეგებს უკვე 12 მაისს ელოდა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, კონსულტაციები უჟგოროდში უნდა გამართულიყო, სადაც უკრაინის დელეგაცია უკვე ჩავიდა. ჯერ არ გამოცხადებულა, როდის უნდა გაიმართოს გადადებული შეხვედრა.

აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანია სხვა მოლაპარაკებების კონტექსტში - უკრაინის ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით. უნგრეთს უკრაინასთან ბევრი მოთხოვნა აქვს. კერძოდ, მათი მხარე მოითხოვს უნგრული ენის თავისუფალი გამოყენებისა და რეგიონულ და ეროვნულ დონეზე პოლიტიკური წარმომადგენლობის უფლების გარანტირებული უფლებების აღდგენას.

არსებულ სიტუაციას ევროინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი და იუსტიციის მინისტრი ოლგა სტეფანიშინა გამოეხმაურა. მან ხაზი გაუსვა, რომ „დიალოგი უნდა გაგრძელდეს“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს