რომის პაპი ლეო XIV - აღარანაირი ომები - ღმერთს ვევედრები მსოფლიოს მშვიდობის სასწაული აჩუქოს

რომის პაპმა ლეო XIV-მ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მრევლს სიტყვით მიმართა და მსოფლიოში ომების შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ისაუბრა.

პაპი უკრაინაში ნამდვილი და მდგრადი მშვიდობის დამყარების, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ დაკავებული ყველა ისრაელელი მძევლის გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა.

ის ასევე მიესალმა ინდოეთსა და პაკისტანს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და განაცხადა, რომ ღმერთს ევედრება მსოფლიოს „მშვიდობის სასწაული“ აჩუქოს. მისი თქმით, გულში ატარებს „უკრაინის საყვარელი ხალხის ტანჯვას“.

„აღარანაირი ომები“, - აღნიშნა პაპმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს