მარია ზახაროვა - კრაკოვში რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვის არაადეკვატურ ნაბიჯს ადეკვატურად ვუპასუხებთ

კრაკოვში რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვის შემდეგ მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ვარშავა აგრძელებს ურთიერთობების განზრახ ნგრევას, მოქმედებს რა მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, „ამ არაადეკვატურ ნაბიჯებს ადეკვატური რეაგირება“ უახლოეს მომავალში მოჰყვება.

შეგახსენებთ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ კრაკოვში გენერალური საკონსულოს ფუნქციონირებაზე თანხმობას აუქმებს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ვარშავაში, სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენაში რუსული სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს