გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი - თუ რუსეთი უკრაინაში ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტას დღის ბოლომდე არ დათანხმდება, სანქციების მომზადებას დავიწყებთ

გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის, სტეფან კორნელიუსის თქმით, თუ რუსეთი უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტას დღის ბოლომდე არ დათანხმდება, მაშინ ბერლინი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მომზადების პროცესს დაიწყებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ კორნელიუსმა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ევროპის ქვეყნები სანქციების მზადებას დაიწყებდნენ, კორნელიუსმა უპასუხა: „ზუსტად“.

„დრო მიდის. როდესაც ეს დღე გავა, სანქციების ზომები მომზადდება პოლიტიკური მრჩევლების დონეზე. ამის პარალელურად, ბრიუსელში ვამზადებთ სანქციების მე-17 პაკეტს“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს