უკრაინა მსოფლიო ბანკისგან დამატებით 84 მილიონ დოლარს მიიღებს

უკრაინა HOPE პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკისგან დამატებით 84 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი იუწყება.

უკრაინის პრემიერის განცხადებით, აღნიშნულ თანხას eRecovery-ს პროგრამის ფარგლებში, რუსული აგრესიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებლების აღსადგენად გამოიყენებენ.

„საერთო ჯამში, HOPE პროექტი 2025 წლის დეკემბრისთვის 98 000 ოჯახის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. მადლიერები ვართ მსოფლიო ბანკის და ყველა პარტნიორის ომის დროს უკრაინელების მხარდაჭერისთვის“, - აცხადებს შმიგალი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს