მარკო რუბიომ უკრაინის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ტელეფონით ესაუბრა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესაუბრა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟან-ნოელ ბაროს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს იოჰან ვადეფულს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რადოსლავ სიკორსკის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ ლემის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრეი სიბიგას და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს კაია კალასს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა განიხილეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს