დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში ოთხდღიან ტურნეს იწყებს, ის ერ-რიადში უკვე ჩაფრინდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში ოთხდღიან ტურნეს იწყებს.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩაფრინდა.

ვიზიტის ფარგლებში ტრამპი ასევე კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩასვლას გეგავს.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლივიტმა განაცხადა, რომ ტრამპის ვიზიტი ფოკუსირებული იქნება აშშ-სა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის კავშირების განმტკიცებაზე.

ამასთან, სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ ორი გარიგება დაამტკიცა. გარიგებების საერთო ღირებულება, რომელიც სამხედრო თვითმფრინავებისა და აღჭურვილობის გაყიდვას მოიცავს, დაახლოებით 1.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ABC News-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ემზადება კატარის სამეფო ოჯახისგან Boeing 747-8 თვითმფრინავის საჩუქრად მისაღებად, რომელსაც საპრეზიდენტო თვითმფრინავად გამოიყენებენ, სანამ დონალდ ტრაპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ფონდს გადაეცემა.

თეთრი სახლის პრესსპიკერი, კაროლინ ლივიტი ABC News-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ გაცემული ნებისმიერი საჩუქარი ყოველთვის ყველა მოქმედი კანონის სრული დაცვით მიიღება“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები