იან ლიპავსკი - უკრაინასა და რუსეთს შორის ზავი დადებითი ამბავი იქნება, თუმცა კომპრომისი, რომელიც ზეწოლისთვის ადგილს ტოვებს, მხოლოდ პაუზაა ახალი დაპირისპირების წინ

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, ევროპის მთავარი ამოცანები საკუთარი უსაფრთხოების დაცვა, კონკურენტუნარიანობის აღდგენა და მისი გლობალური როლის გადახედვაა.

მისი თქმით, რუსული იმპერიალიზმი ცდილობს აღადგინოს თავისი გავლენის სფერო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაზე.

„ის არ გაქრება, არ აქვს მნიშვნელობა როდის და როგორ დასრულდება რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ლიპავსკიმ.

მინისტრის თქმით, შესაძლო ზავი დადებითი ამბავი იქნება, თუმცა ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ კომპრომისი, რომელიც ზეწოლისთვის ადგილს ტოვებს, მხოლოდ პაუზაა ახალი დაპირისპირების წინ.

იან ლიპავსკიმ აღნიშნა, რომ ჩეხეთის მთავრობამ აიღო ვალდებულება 2030 წლისთვის თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 3%-მდე გაეზარდა. თუმცა, მისი თქმით, ამ მაჩვენებლებს თავდაცვისუნარიანობისა და სამრეწველო წარმოების ზრდა უნდა მოჰყვეს.

„ევროპამ საკმარისი რაოდენობის თანამედროვე სისტემები უნდა აწარმოოს როგორც საკუთარი საჭიროებებისთვის, ასევე პარტნიორებისა და მოკავშირეებისთვის“, - აღნიშნა ლიპავსკიმ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს