მამუკა მდინარაძე - ჩვენ ვახდენთ დეკლარირებას, რამდენად თავმოყვარე სახელმწიფო შევქმენით - ისევ ის ძალები მართავენ აშშ-ს, მათ შორის გავლენები აქვთ ევროპაზე - უნდა შევაიარაღოთ ქართველი ხალხი სიმართლით

აბსოლუტური უმეცრებაა იმის თქმა, რომ „დღეს საქართველოს სჭირდება ჩინური გავლენებისგან გათავისუფლება“, ანუ სისულელეა. ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს დოკუმენტი, რომელსაც კონგრესმა მხარი დაუჭირა. შეიძლება, საბოლოოდ არ დაუჭირონ მხარი ან დაუჭირონ და შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი არ მოაწეროს, შეიძლება მოაწეროს კიდეც, რაც ნაკლებად სავარაუდოა, ჩემი აზრით, პრაქტიკულად გამორიცხულია, მაგრამ დაუშვებელი არაფერია, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ “MEGOBARI აქტის“ შესახებ დასმულ კითხვაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის განმარტებით, მისი პარტია ახდენს დეკლარირებას, რამდენად „თავმოყვარე სახელმწიფო შევქმენით“.

მდინარაძის შეფასებით, აშშ-ს ისევ ის ძალები მართავენ, რომელთაც მათ შორის გავლენები აქვთ ევროპაზე, სხვადასხვა ქვეყანაზე და ა.შ.

„ჩვენ ვახდენთ დეკლარირებას, რამდენად თავმოყვარე სახელმწიფო შევქმენით და რამდენად კიდევ უფრო თავმოყვარე, სუვერენული, დამოუკიდებლობა განმტკიცებული სახელმწიფო გვინდა შევქმნათ იმისთვის, რომ არ გავატაროთ არცერთი უსამართლო აქტი, რაც არ უნდა მნიშვნელობას არ იძენდეს - ისეთს, რომელიც შეიძლება რომელიმე სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი იყოს. ის, რომ გუშინ „MEGOBARI აქტი“ ერქვა, დღეს ჩინურ, რუსულ და სხვა გავლენებისგან გვათავისუფლებს და თითქოს, ქართველ ხალხს ეხმარება. აბსოლუტური უმეცრებაა იმის თქმა, რომ „დღეს საქართველოს სჭირდება ჩინური გავლენებისგან გათავისუფლება“, ანუ სისულელეა. ათასი რამ წერია, რომელიც ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს, შეფასებით უზუსტობებს კი არა, ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს დოკუმენტი, რომელსაც კონგრესმა მხარი დაუჭირა. გასაგებია ისიც, რომ შეიძლება შემდეგი განვითარება არ მოჰყვეს, საბოლოოდ არ დაუჭირონ მხარი ან დაუჭირონ და შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი არ მოაწეროს, ყველაფერი შეიძლება, შეიძლება მოაწეროს კიდეც, რაც ნაკლებად სავარაუდოა, ჩემი აზრით, პრაქტიკულად გამორიცხულია, მაგრამ დაუშვებელი არაფერია, თეორიულად ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ეს ხომ ინდიკაცია იქნება იმისა, რომ რეალურად, „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში რა შედეგებს მიაღწია ახალმა ადმინისტრაციამ, ოლიგარქიულ, არაფორმალურ გავლენებთან ბრძოლაში, რა შედეგებს მიაღწია? ისევ ის ძალები მართავენ აშშ-ს, მათ შორის გავლენები აქვთ ევროპაზე, სხვადასხვა ქვეყანაზე და ა.შ. თუ მართლაც პრეზიდენტმა ტრამპმა მოახერხა სადავეების ხელში აღება, შეიძლება ეს გადამწყვეტი არ იყოს მსოფლიოსთვის, მაგრამ ჩვენთვის ხომ მთავარი ინდიკატორია და არ მხოლოდ ჩვენთვის, სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა ხომ უნდა დაინახონ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით იყო უსამართლო დამოკიდებულება და ეს უსამართლო დამოკიდებულება თურმე გაგრძელდა, ამას ცუდ შემთხვევაში ვსაუბრობ. აქედან გამომდინარე, ჩვენ თითოეულ დეტალთან დაკავშირებით ჩვენი რეაგირება უნდა გვქონდეს, ამას ჯერ ვცდილობთ სცენის მიღმა, არასაჯაროდ, მაგრამ, როდესაც ამას შედეგი არ აქვს ჩვენ თვითონვე უნდა შევაიარაღოთ ქართველი ხალხი სიმართლით, რომელიც შემდეგ უზრუნველყოფს სწორ არჩევანს, გადაწყვეტილებას და დამოკიდებულებას რეალობის მიმართ“ , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ