რომის პაპი - რამდენ ძალადობას ვხედავთ წმინდა მიწიდან უკრაინამდე, ლიბანიდან სირიამდე, ახლო აღმოსავლეთიდან ტიგრაიმდე და კავკასიამდე - მოვუწოდებ ლიდერებს: შევხვდეთ, ვისაუბროთ, მოვილაპარაკოთ

რომის პაპმა ლეო XIV-მ ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნების ლიდერებს შუამავლობა შესთავაზა და განაცხადა, რომ თავად ყველაფერს გააკეთებს, რათა მშვიდობა დამყარდეს.

„წმინდა მიწიდან უკრაინამდე, ლიბანიდან სირიამდე, ახლო აღმოსავლეთიდან ტიგრაიმდე და კავკასიამდე, რამდენ ძალადობას ვხედავთ!“ - განაცხადა პაპმა.

მან მრევლს მოუწოდა, მშვიდობისთვის ილოცონ და დასძინა:

„მე, ჩემი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს მშვიდობა დამყარდეს. წმინდა საყდარი ყოველთვის მზადაა, ხელი შეუწყოს მტრების პირისპირ, ერთმანეთთან სასაუბროდ მიყვანას, რათა ხალხმა კვლავ იპოვოს იმედი და დაიბრუნოს ის ღირსება, რასაც იმსახურებენ, მშვიდობის ღირსება. ჩვენი მსოფლიოს ხალხებს მშვიდობა სურთ და მათ ლიდერებს მთელი გულით მოვუწოდებ: შევხვდეთ, ვისაუბროთ, მოვილაპარაკოთ!“ - აღნიშნა პაპმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე