მიხეილ სარჯველაძე აქციაზე დაშავებულ ალექსი თირქიაზე - სამედიცინო დაწესებულების მხრიდან არასწორ ადგილას, არასწორი დოკუმენტაცია იყო ატვირთული - როგორც კი სწორად შემოვა განაცხადი, ეს პიროვნება დაფინანსებას მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აქციაზე დაშავებულ ალექსანდრე თირქიას ოპერაციის დაფინანსებაზე უარი იმიტომ ეთქვა, რომ კლინიკამ შესაბამისი დოკუმენტაცია არასწორად ატვირთა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, როდესაც კლინიკას ეშლება და სამინისტროს სცხებენ ჩირქს, კატეგორიულად მიუღებელია.

„ეს ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია, რომელიც რეალობასთან და სიმართლესთან შესაბამისი არაა. რეალობა ასეთია: ერთ-ერთი კერძო კლინიკის, ექიმისა თუ პერსონალის დაუდევრობის გამო, განაცხადი და ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით, არასწორი მიმართულებით იქნა გამოგზავნილი. კერძოდ, დოკუმენტაცია არასწორად იქნა ატვირთული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ამ წესით დაფინანსება არ ხდება. ეს გადასარევად იცის თავად კლინიკამაც და თანამშრომლებმაც, რომლებმაც არასწორ ადგილას, არასწორი ფორმით ეს დოკუმენტაცია ატვირთეს.

წინა სხვა შემთხვევაში, სამინისტროს მხრიდან, ამ კონკრეტულ პიროვნებას, სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდა. მაგ: როდესაც ამ კონკრეტულ ადამიანს, დასჭირდა კონკრეტული მანიპულაცია - ამბულატორიული იქნებოდა ეს, თუ კვლევები - უწყების მხრიდან, ყოველთვის ფინანსდება.

მანამდე, სამედიცინო დოკუმენტაცია რეფერალურ პროგრამაზე იყო ატვირთული და დაფინანსდა კიდეც, მორიგ ჯერზე ამავე რეფერალზე არ ატვირთეს. ამ ადამიანებმა გამოსავალი მშვენივრად იციან, უბრალოდ, ამ შუალედით ისარგებლა ვიღაცამ. როგორც კი სწორად შემოვა განაცხადი, ყველა საფუძველი არსებობს იმის თქმისთვის, რომ ეს პიროვნება დაფინანსებას მიიღებს.

როდესაც კლინიკას ეშლება და სამინისტროს ჩირქს სცხებენ, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩემი მოწოდება იქნებოდა, რომ ვიდრე ადამიანები, რაღაც ხმამაღალ ბრალდებებს წამოაყენებენ, ცოტა უფრო დაფიქრებულები იყვნენ, თავი შეიკავონ უსამართლო და არასწორი ბრალდებების გამოცხადებისგან. ეს ერთადერთი სწორი ქცევაა მათი მხრიდან. ამიტომ, მოვუწოდებ კლინიკებს, ასე დაუდევრად პაციენტების ინტერესებს ნუ მოეპყრობიან. საბედნიეროდ, კლინიკების უმრავლესობა ამას ასე არ აკეთებს. მაგრამ, სამწუხაროდ, არის უარყოფითი გამონაკლისებიც. როგორც ჩანს, ასეთთან გვაქვს საქმე“ ,- აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ინფორმაციისთვის, გუშინ, „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ ალექსანდრე თირქიას თვალის ოპერაციისთვის ჯანდაცვის სამინისტროსგან დაფინანსებაზე უარი მოუვიდა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში