ლევან სანიკიძე - დამერწმუნეთ, აქ მყოფ ნებისმიერ ჟურნალისტს უფრო მეტი შანსი გაქვთ, რომ დაეკონტაქტოთ აშშ-ის ხელისუფლებას, კონგრესმენსა და სენატორს, ვიდრე „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელს

ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა ბანაკის გარეშე და უნდა, რომ მის წარმომადგენლებს ტელეფონზე უპასუხონ აშშ-ში - დამერწმუნეთ, აქ მყოფ ნებისმიერ ჟურნალისტს უფრო მეტი შანსი გაქვთ, რომ დაეკონტაქტოთ აშშ-ის ხელისუფლებას, კონგრესმენსა და სენატორს, ვიდრე „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ში სანქციებს უწესებენ „ქართულ ოცნებას“, იმისთვის, რომ გადარჩეს ქართული სახელმწიფო.

„სანქციებს არ უწესებენ საქართველოს, უწესებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ხელისუფლებას და სახელმწიფოს შორის დიდი სხვაობაა. სახელმწიფოსთვის დაწესებული სანქციაა ის, მე და თქვენ რომ არ შეგვიშვან, თქვან, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჩვენ აღარ ველით, მაგრამ შალვა პაპუაშვილზე თუ იტყვიან არ ვუშვებთო, ეს ჩემთვის პრობლემა არაა. ქართული სახელმწიფო და „ქართული ოცნება“ არის სხვადასხვა და ისინი სანქციებს უწესებენ „ქართულ ოცნებას“, იმისთვის, რომ გადარჩეს ქართული სახელმწიფო. ამ ვითარებაში ჩემი და მათი აზრი ემთხვევა ერთმანეთს. ირაკლი ზარქუას თუ დაასანქცირებენ, ამაზე ვერ ვიჯავრებ ნამდვილად, პირიქით, გამიხარდება. რაც შეეხება „MEGOBARI აქტზე“ მათ პასუხს, ძალიან კარგია ამ განცხადებას თუ დადებენ, ამით დააჩქარებენ სენატში „MEGOBARI აქტის” მიღებას. რაც უფრო მეტ ასეთ რამეს გააკეთებენ, უფრო სწრაფად მიიღებენ „MEGOBAR აქტს“. წარმატებას ვუსურვებ. მარაზმში არიან. დარწმუნებული ვარ, აქამდეც ჰქონია „ქართულ ოცნებას“ მსგავსი შემთხვევები, როცა ბიძინა ივანიშვილს აქვს პანიკური შეტევა. იმიტომ, რომ მისი საყვარელი რუსეთი არ არის კარგ მდგომარეობაში უკრაინასთან მიმართებით. დასავლეთის სრული კონსოლიდაცია ხდება უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან მიმართებით. ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა ბანაკის გარეშე და უნდა რომ მის წარმომადგენლებს ტელეფონზე უპასუხონ აშშ-ში. დამერწმუნეთ, აქ მყოფ ნებისმიერ ჟურნალისტს უფრო მეტი შანსი გაქვთ, რომ დაეკონტაქტოთ აშშ-ის ხელისუფლებას, კონგრესმენსა და სენატორს, ვიდრე „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელს“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება