დავით ფაცაცია ონის მუნიციპალიტეტში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ონში, ბააზოვის ქ. №1-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა და დეტალურად მათ საჭიროებებს გაეცნო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეებისგან მიღებული ინფორმაციების და ადგილზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ონში, ბააზოვის ქ. №1-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.

„აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციით, არაერთი პროექტი განვახორციელეთ და ვცდილობთ კიდევ უფრო მეტი აქტიურობით გავაგრძელოთ მუშაობა, რათა დროულად გადავჭრათ მათ წინაშე არსებული პრობლემები და გავაუმჯობესოთ მათი საცხოვრებელი პირობები”, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა