ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება
შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა დუშეთის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის რაიონის სოფლებს, ასევე სოფელ დიღომს შეეხება.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 მაისს 07:00-იდან 07:10 საათამდე და 09:50-იდან 10:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბაზალეთი, ჩანადირთკარი, წითელსოფელი, ბულაჩაური, გრიგოლიანთკარი, ბაგა, მილახვრიანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ხატაეთის, ბერტა ფონ ზუტნერის, იაკობ რაინეგსის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-იდან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, ბიწმენდი, ახალსოფელი, არაშენდა, კოტორაანთკარი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"