ანდრეი სიბიგა გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

ანდრეი სიბიგა გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას ცნობით, დღეს დილით თურქეთში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის შეხვდა.

„ჩვენი შემდგომი ნაბიჯების, აშშ-თან თანამშრომლობისა და უკრაინასა და მთელ ევროპაში ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევის გაგრძელების შესახებ შევთანხმდით“, - წერს ანდრეი სიბიგა.

შეგახსენებთ, დღეს ანტალიაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამიტი მიმდინარეობს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა კი რუსეთთან დაგეგმილი მოლაპარაკებების მიზნით თურქეთში იმყოფება. ანდრეი სიბიგა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰაკან ფიდანს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოსა და სენატორ ლინდსი გრემს უკვე შეხვდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს