ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესზე მოწმე პოლიციელმა ბრალდებულებს მოძალადეები უწოდა, რასაც ხმაური მოჰყვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ხმაური იყო.

ბრალდებულების უკმაყოფილება დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელის, ლაშა ბუიღლიშვილის ჩვენებას მოჰყვა, როცა მას კითხვებს ადვოკატი ირმა ჭკადუა უსვამდა.

პოლიციელმა განაცხადა, რომ "აქციის იმ მონაწილეების მიმართ აქვს პრეტენზია, რომლებიც ძალადობრივად მოქმედებდნენ და ქვებს ისროდნენ". ადვოკატის დამაზუსტებელი კითხვების საპასუხოდ, პოლიციელმა განაცხადა - "მოძალადეები არიან", - რასაც ბრალდებულ ანდრო ჭიჭინაძის და დანარჩენი დაკავებულების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.

"ვის გულისხმობ"?- იკითხა ჭიჭინაძემ, რასაც დარბაზში მყოფების მხრიდანაც ხმაური მოჰყვა.

„ბიჭო, თქვენ 500 ბავშვი დაჩეხეთ, ჩვენ ვართ მოძალადეები?“, - მიმართა პოლიციელს ბრალდებულმა ჯანო არჩაიამ.

სხდომა ერთ-ერთმა დამსწრემ პროტესტის ნიშნად დატოვა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის განმარტებით, აღნიშნული პირი დარბაზიდან წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს უპატივცემულობისთვის გაძევებულია.

მოსამართლემ შენიშვნა გამოუცხადა ბრალდებულებსაც.

"შენიშვნას გაძლევთ, კიდევ ერთხელ განმეორდება მსგავსი შემთხვევა და სხდომათა დარბაზიდან გაგაძევებთ",- განაცხადა გალუსტაშვილმა.

ამ წუთებში პოლიციელი ილია ბუიღლიშვილი დაცვის მხარის კითხვებს პასუხობს.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში