გურამ მაჭარაშვილი - თუ ერთმანეთს სალომე ზურაბიშვილსა და პაატა ბურჭულაძეს მიუმატებ, გაამრავლებ სალომე სამადაშვილზე და დაუმატებ ნიკა გვარამიას, ჯამი მაინც ნული იქნება

ვერავინ რომ ვერაფერი გააკეთა, პოლიტიკურ პროცესში ელჩები ჩართეს - ევროკავშირის, გერმანიის, საფრანგეთის ელჩები პირდაპირ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში არიან ჩართული და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

მაჭარაშვილი იმასაც ამბობს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ “ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ევროკავშირის ელჩი იყო.

“თუ ერთმანეთს სალომე ზურაბიშვილსა და პაატა ბურჭულაძეს მიუმატებ, გაამრავლებ სალომე სამადაშვილზე და დაუმატებ ნიკა გვარამიას, მათი ჯამი მაინც ნული იქნება.

ეს რომ იციან, ამიტომაც არის, რომ საქართველოში პოლიტიკურ პროცესში უკვე ელჩები ჩართეს! რატომ? - იმიტომ, რომ მათმა ე.წ. აგენტებმა მოწაფეებმა ვერ ივარგეს.

ელჩები უსამართლო განცხადებებით ერთი-ორი წლის წინაც გამოდიოდნენ, მაგრამ ის, რომ წინასაარჩევნოდ შტაბის უფროსები ყოფილიყვნენ, როგორც 2024 წლის არჩევნებზე „ნაცმოძრაობის“ შტაბის უფროსი ევროკავშირის ელჩი იყო, ადრე ასე არ იყო.

ეს იმის შედეგია, რომ ვერაფერი ჯერ „ენჯეოებმა“ ვერ მოახერხეს, შემდეგ „ნაცმოძრაობამ“ ვერაფერი გააკეთა, შემდეგ ჟურნალისტები გამოიყვანეს და ბოლოს - ყველა ერთად. ვერავინ ვერაფერი რომ ვერ გააკეთა, პროცესში ელჩები ჩართეს.

ეს არის მოცემულობა და ვინ ვისთან გაერთიანდება, ვის რა პლატფორმა ექნება, ამას ვერავინ გათვლის“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო