ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და 6 ქვეყნის ლიდერები - გვერდში ვუდგავართ მოლდოვის ხალხს გზაზე, რომელიც თავისუფლად აირჩიეს

გვერდში ვუდგავართ მოლდოვის ხალხს გზაზე, რომელიც თავისუფლად აირჩიეს - უკეთესი მომავლისკენ ძლიერ, ერთიან და მშვიდობიან ევროპასთან, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, რუმინეთისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერები ტირანაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფარგლებში მოლდოვის პრეზიდენტ, მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ ავრცელებენ.

„მივესალმებით მოლდოვის ერთგულებას დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობისა და ღირებულებებისადმი, რომლებსაც ევროკავშირის მასშტაბით იზიარებენ. მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანება საკუთარი კონსტიტუციის ნაწილი გახადა, რაც ნათლად აჩვენებს, რომ ეს არის გზა, რომელიც მისმა ხალხმა საკუთარი მომავლისთვის აირჩია.

მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მოლდოვას გახდეს წარმატებული, აყვავებული დემოკრატია - სადაც მოქალაქეები იგივე შესაძლებლობებითა და ცხოვრების ხარისხით სარგებლობენ, როგორც ხალხი ევროკავშირის მასშტაბით. მოლდოვის ეკონომიკური ტრანსფორმაცია ცენტრალურია ამ ხედვისთვის. გავაგრძელებთ ქვეყნის ძალისხმევის მხარდაჭერას ააშენოს უფრო ძლიერი, უფრო კონკურენტული ეკონომიკა - ისეთი, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის, ინვესტიციებს იზიდავს და ხელშესახები სარგებელი მოაქვს ყველა მოლდოველისთვის.

ვაქებთ მოლდოვას გამოწვევებით სავსე რეგიონალურ გარემოში სტაბილურობის შენარჩუნებისთვისა და ევროპული მშვიდობისთვისა და უსაფრთხოებისთვის სანდო პარტნიორად მოქმედებისთვის. მაშინ როდესაც ქვეყანა შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, არსებითი მნიშვნელობისაა, რომ მოლდოველებს შესაძლებლობა ჰქონდეთ თავისუფლად აირჩიონ საკუთარი მომავალი, უცხოური ჩარევის გარეშე. გავაგრძელებთ მოლდოვის მხარდაჭერას თავისი დემოკრატიული პროცესების დაცვასა და გარე საფრთხეების წინააღმდეგ სიმყარის გაძლიერებაში.

გვერდში ვუდგავართ მოლდოვის ხალხს გზაზე, რომელიც თავისუფლად აირჩიეს - უკეთესი მომავლისკენ ძლიერ, ერთიან და მშვიდობიან ევროპასთან“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა