მარკო რუბიო - სერგეი ლავროვმა განმიმარტა, რომ რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნების შესახებ დოკუმენტს მოამზადებს - თუ ამ წინადადებებში ისეთი მოთხოვნებია, რაც, ჩვენი აზრით, არარეალურია, სხვა შეფასება გვექნება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, რუსეთი და უკრაინა ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესახებ წინადადებებს მოამზადებენ.

„მან [ლავროვმა] განმიმარტა, რომ ისინი მოამზადებენ დოკუმენტს, რომელშიც აღწერილი იქნება ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნები, რაც შემდეგ უფრო ფართო მოლაპარაკებებს გამოიწვევს. ამგვარად, ცხადია, უკრაინული მხარე საკუთარ წინადადებაზე იმუშავებს და, იმედია, უახლოეს მომავალში წარადგენენ“, - აღნიშნა რუბიომ CBS News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, თუ ეს მართლაც მოხდება და რუსული და უკრაინული მხრიდან წამოსული წინადადებები სერიოზული და განხორციელებადი იქნება, მაშინ რეალური პროგრესის მიღწევა შესაძლებელი გახდება.

„თუ ამ წინადადებებში რეალური და რაციონალური იდეები იქნება, მაშინ ვფიქრობ, რომ პროგრესი გვექნება. მეორე მხრივ, თუ ამ წინადადებებში ისეთი მოთხოვნებია, რომლებიც, ჩვენი აზრით, არარეალურია, მაშინ სხვა შეფასება გვექნება. ამიტომ, შევეცდებით ამის გარკვევას. აქ არის კომბინაცია. ერთი მხრივ, ჩვენ ვცდილობთ მშვიდობის მიღწევას და ძალიან სისხლიანი და დამანგრეველი ომის დასრულებას, ამიტომ, საჭიროა გარკვეული მოთმინება. მეორე მხრივ, ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. მსოფლიოში ბევრი სხვა რამ ხდება, რასაც ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ“, - აღნიშნა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე. მისი მტკიცებით, თუ მოლაპარაკებებში პროგრესი არ იქნება, სენატი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს მიიღებს.

„სენატს ვთხოვეთ, გარკვეული დრო მოეცა იმის გასარკვევად, შეგვიძლია თუ არა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა. საკმაოდ მკაფიოდ ვურთიერთობთ რუსულ მხარესთან უკვე კვირებია. რუსულ მხარეს ვაცნობეთ, რომ ეს ძალისხმევა მიმდინარეობს, რომ ვვარაუდობდით, საბოლოოდ სენატში მას დაახლოებით 80 მხარდამჭერი ეყოლება და ჩემი წარმოდგენით, მხარდაჭერის მსგავსი პროცენტული მაჩვენებელი იქნება წარმომადგენელთა პალატაშიც. თითქმის ორი თვის განმავლობაში არაერთხელ ვაცნობეთ რუსებს, რომ ეს მოხდება, თუ პროგრესი არ იქნება მიღწეული“, - აღნიშნა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, კონგრესის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტის მიღება ისეთი რამაა, რისი შეჩერება ან კონტროლი მათ არ შეუძლიათ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ