რუსეთმა უკრაინას 273 დრონით შეუტია, დაზარალდა კიევის, დნეპროპეტროვსკის და დონეცკის ოლქები

რუსეთმა უკრაინას 273 დრონით შეუტია, დაზარალდა კიევის, დნეპროპეტროვსკის და დონეცკის ოლქები

რუსებმა უკრაინას 273 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, უკრაინელებმა 88 ჩამოაგდეს, 128 კი - ლოკალურად დაიკარგა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზარალდა კიევის, დნეპროპეტროვსკის და დონეცკის ოლქები.

სააგენტო Associated Press-ის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ერთ დღეში გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატების რეკორდული რაოდენობაა.