Reuters - ევროპა შორს არის უკრაინაში ჯარების განლაგების შესახებ საუბრისგან და მთელი მისი ძალისხმევა რუსეთის მხრიდან უპირობო ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული

ევროპა ჯერ კიდევ შორს არის უკრაინაში ჯარების განლაგების შესახებ საუბრისგან, რადგან ამჟამად მთელი მისი ძალისხმევა რუსეთის მხრიდან უპირობო ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადეს.

„შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატის მკაფიოდ განსაზღვრა, ასევე იმის გარკვევა, თუ რა უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება გახდეს ერთ დღეს საჭირო უკრაინისთვის. ამ მომენტში (ჯარების) შესახებ საუბრის არანაირი მიზეზი არ არსებობს, ჩვენ ამისგან შორს ვართ. გვინდა, რომ იარაღის სროლა შეწყდეს, მკვლელობები დასრულდეს. ეს არის ის საკითხები, რომლებსაც ახლა ვემსახურებით და არა სხვას“, - აღნიშნა მერცმა.

იტალიის პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, ომის დასრულებისკენ მიმართულ ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატს შეუერთდეს. ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია დასავლეთის ერთიანობა.

„რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დასავლეთის ერთიანობა ჩვენი უდიდესი ძალა იყო. ასეთ დელიკატურ დროს მნიშვნელოვანია გვერდზე გადავდოთ ნებისმიერი პირადი წინააღმდეგობები, რამაც შეიძლება ამ ერთიანობას ძირი გამოუთხაროს“, - აღნიშნა მელონიმ.

საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა პარასკევს ალბანეთში შეხვედრა გამართეს. ისინი ასევე ტელეფონით ესაუბრნენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელმაც შაბათს განაცხადა, რომ ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაელაპარაკება. მელონი შეხვედრაში არ მონაწილეობდა - იტალიურმა მედიამ ეს მიზანმიმართულ იგნორირებად შეაფასა და მიანიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მისი მონაწილეობა არ სურდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ