სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან გადაინაცვლეს.ისინი ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ისინი სკანდირებენ: "აჯანყდი!", გაათავისუფლეთ ტყვეები!".

აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე სხვადასხვა შინაარსია ბანერი, რომლითაც აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

მათ გაშალეს საქართველოს დროშაც. ისინი სტვენითა და შეძახილებით გამოხატავენ პროტესტს.

თავდაპირველად, პროტესტის მონაწილეები მეტრო "სამედიცინო უნივერსიტეტთან" შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობისკენ გაემართნენ. მათ გზის სავალი ნაწილი ცალმხრივად გადაკეტეს. მსვლელობას თან მიუძღვის პოლიციის კორდონი. საგამოძიებო სამსახურის შენობასთან მობილიზებულია პოლიცია.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა