თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასა და წაყენებულ ბრალდებას.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

როგორც პროცესის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, აღნიშნულ კომისიას ხელისუფლება პოლიტიკური ლიდერების დევნისა და ზეწოლისთვის იყენებს.

„ეს კომისია არალეგიტიმურმა პარლამენტმა შექმნა, კანონის დარღვევით. პირველივე საქმე ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დაიწყეს, თითქოს ეს კომისია წინა ხელისუფლების საქმეების გასარკვევად შეიქმნა და დაიწყეს პოლიტიკური ლიდერების დაბარება და ზეწოლა. ჩვენ უარი განვაცხადეთ, იმიტომ, რომ არალეგიტიმურია და არალეგიტიმურმა პარლამენტმა კი არაკანონიერად შექმნა ეს კომისია, მაგრამ იქვე ვთქვით, რომ ბიძინა ივანიშვილის სასამართლოში მზად ვართ კითხვებს ვუპასუხოთ. ეს პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია, თუმცა ბადრი ჯაფარიძის პროცესზე მოსამართლემ საქმეში დატოვა ის მტკიცებულებები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს, იმის დამადასტურებლად, რომ ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური. ეს საინტერესო ამბავია. ჩვენ უნდა ჩამოვხსნათ ნიღაბი არაკანონიერ ხელისუფლებას და ამას ნებისმიერი ტრიბუნიდან გავაკეთებთ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ხალხს, თუ როგორც მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება, გააყალბა, 89 დეპუტატით არის წარმოდგენილი პარლამენტში და შემდგომ ქმნის კომისიას. სად არის კომისიაში ოპოზიციონერი პარტიები“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რაც მან დადგენილ ვადაში გადაიხადა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები