AI ინსტიტუტი - ახალი საერთაშორისო ინიციატივა BTU-ში

AI ინსტიტუტი - საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც ციფრული უნარებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის გავრცელების მოწინავე ცენტრი გახდება. BTU-ს ახალ კამპუსში დაფუძნებული ინსტიტუტი iamtheCODE პლატფორმის მეშვეობით გაზრდის AI წიგნიერების დონეს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებში. ინსტიტუტის მისიაა ხელი შეუწყოს მარგინალიზებული ჯგუფების, განსაკუთრებით ბავშვების, მოზარდების და ახალგაზრდა ქალების გაძლიერებას ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული უნარების მეშვეობით; წაახალისოს ეთიკური და მდგრადი ინოვაციები; განავითაროს ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემა და ხელი შეუწყოს ქვეყნისა და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობას.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად, AI INSTITUTE-ის დამფუძნებელია მსოფლიოში აღიარებული ტექნოლოგიების აქტივისტი ქალთა გაძლიერების მიმართულებით, BBC Top 100 Woman რეიტინგში დასახელებული და არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ლედი მარიემ ჟამმე, რომელიც ამ ღონისძიებისთვის, სპეციალური ვიზიტით ჩამოვიდა საქართველოში. მისი შექმნილია საერთაშორისო ორგანიზაცია iamtheCODE, რომელიც ამჟამად 88 ქვეყანაში ოპერირებს, მიზნად ისახავს 2030 წლამდე 1 მილიონი ახალგაზრდა ქალისა, მოზარდისა და ბავშვის გადამზადებას პროგრამირებაში.

AI INSTITUTE საერთაშორისო სივრცეში, სხვადასხვა ქვეყნებში, ეტაპობრივად დაიწყებს ოპერირებას და აღნიშნული ქვეყნების ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.

(R)

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე