„საქსტატი“ - 2025 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით 6.8%-ით ნაკლები, სულ 3.0 მლნ ტონა ტვირთია გადატანილი, მათგან 74.1% შემოტანილი ტვირთია, რომლის 51%-ის გამომგზავნი ქვეყანა რუსეთია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 6.8%-ით ნაკლები, სულ 3.0 მლნ. ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 8.4 % მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 33.6 % — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 58.0 %— ტრანზიტზე.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2025 წლის I კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 74.1 % მოდის ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 25.9 % კი — ქვეყნიდან გატანილზე.

„2025 წლის I კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 51.0 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 23.2 პროცენტის გამომგზავნს — აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 25.8 პროცენტი). 2025 წლის I კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 12.8 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 9.1 პროცენტისას — სომხეთი, 8.0 პროცენტისას — ყაზახეთი, თითოეული დანარჩენი ტვირთის მიმღები ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო (ჯამურად 70.1 პროცენტი). 2025 წლის I კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 13.2 პროცენტი — თურქეთი, 9.7 პროცენტი — ნიდერლანდები, 5.3 პროცენტი — უკრაინა, 3.8 პროცენტი — ჩინეთი, 3.3 პროცენტი — რუმინეთი, 2.5 პროცენტი — იტალია, 0.8 პროცენტი — აშშ, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 3.3 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 2.3 პროცენტისას — თურქეთი, 2.2 პროცენტისას — საბერძნეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 34.5 პროცენტი მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე; 20.6 პროცენტი — ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 17.8 პროცენტი — ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე. 2025 წლის I კვარტალში სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 55.3 პროცენტი ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 27.1 პროცენტი ეჭირა კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს, ხოლო 7.4 პროცენტი — სატრანსპორტო აღჭურვილობის სასაქონლო ჯგუფს. რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (49.3 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (18.5 პროცენტი), ძირითადი ლითონები (7.1 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (6.6 პროცენტი), ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (5.8 პროცენტი), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები (5.1პროცენტი) და ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (3.2 პროცენტი); ხოლო გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (42.1 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (29.1 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (11.4 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (6.7 პროცენტი).

2025 წლის I კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 79.8 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (33.8 პროცენტი), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (27.8 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (18.2 პროცენტი).

2025 წლის I კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 348.8 ათასი მგზავრი, რაც 25.1 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 79.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 24.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 2025 წლის I კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 345.8 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 99.1 პროცენტს შეადგენს და 25.2 პროცენტით ჩამორჩება 2024 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 3.0 ათასი მგზავრი, რაც 21.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 61.0 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 39.0 პროცენტი (2025 წლის I კვარტალში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა)“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე