ჩინეთის საგარეო უწყება - მხარს ვუჭერთ რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირ დიალოგს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირ დიალოგს მხარს უჭერენ.

მედიის ინფორმაციით, უწყების პრესსპიკერმა, მაო ნინგმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ დაიწყებენ.

„ჩინეთი მხარს უჭერს მშვიდობის მიღწევისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევას, მხარს უჭერს რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირ დიალოგსა და მოლაპარაკებებს და კრიზისის პოლიტიკურ გადაწყვეტას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეები გააგრძელებენ დიალოგს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.

„იმედია, რომ დაინტერესებული მხარეები გააგრძელებენ დიალოგსა და მოლაპარაკებებს, რათა მიაღწიონ სამართლიან, ხანგრძლივ და შესასრულებლად სავალდებულო სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება“, - განაცხადა მაო ნინგმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე