ვოლოდიმირ ზელენსკი - სამწუხაროდ, რუსები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სიგნალებს არ იძლევიან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთზე ზეწოლაა საჭირო, რადგან ის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სიგნალებს არ იძლევა.

„სამწუხაროდ, რუსები არ იძლევიან სიგნალებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ჯერ არ არიან მზად ომის დასასრულებლად. ასე რომ, ყველა სახის ზეწოლა, მთელი ჩვენი მუშაობა პარტნიორებთან რუსეთზე ზეწოლის მიზნით აბსოლუტურად აუცილებელია. ზეწოლა არწმუნებს. ზეწოლა ბრძოლის ველზე, ზეწოლა ეკონომიკაზე და სწორედ ამიტომ - სანქციები. ზეწოლა პოლიტიკაში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვის ანგარიშზე, რომელიც ახალი შეიარაღების მიწოდებაზე პარტნიორებთან მუშაობას ეხებოდა.

გარდა ამისა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ფედერაციასთან ომის ტყვეების გაცვლისთვის ემზადება.

„კიდევ ერთი ფუნდამენტური რამ : ვამზადებთ გაცვლას. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენიანი უნდა გავათავისუფლოთ. ვამოწმებთ ინფორმაციას თითოეული სახელის შესახებ. ვცდილობთ, მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია. ძალიან ვცდილობთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი