ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თბილისში, კარდაკარის პრინციპით, პატრონიან ცხოველებს შეამოწმებს და მათი მოვლის შესაბამისი წესების დარღვევას აღრიცხავს - დარღვევის განმეორების შემთხვევაში მეპატრონე დაჯარიმდება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თბილისში, პატრონიანი ცხოველების მოვლა-პატრონობის პირობების გაუმჯობესებისა და მეპატრონეების ცნობიერების ამაღლების მიზნით იწყებს პროგრამას - „კარდაკარ“, რომლის ფარგლებში სააგენტოს თანამშრომლები პატრონიანი ცხოველების მონიტორინგს კარდაკარ განახორციელებენ.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის, გიორგი კობიაშვილის განცხადებით, ადამიანს, რომელსაც სახლში ჰყავს შინაური ცხოველი - ძაღლი, კატა - ვალდებულია, რომ „დაჩიპოს“, მას გაუკეთოს სტერილიზაცია-კასტრაცია და ვაქცინაცია. მისივე განმარტებით, პროექტის ფარგლებში, სწორედ ეს ადამიანები გადამოწმდებიან, თუ რამდენად ასრულებენ თავის პასუხისმგებლობას.

ამასთან, კობიაშვილის თქმით, აღნიშნული პროექტი ეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც „სახლში შინაური ცხოველი ჰყავთ და არ ეხებათ მიუსაფარი ცხოველების მიმკედლებლებს“.

ასევე, კობიაშვილის განმარტებით, პროექტი 23 მაისიდან დაიწყება და სავარაუდოდ, წლის ბოლომდე განხორციელდება.

„ჩვენი სააგენტოს თანამშრომლები წინასწარ გაწერილი მარშრუტით კარდაკარ, ბინებზე გადაადგილდებიან და შემდეგ საკითხებს შეამოწმებენ: ცხოველების სტერილიზაციას, კასტრაციას, რეგისტრაციას, იდენტიფიკაციას, ვაქცინაციას. სპეციალური ბაზა შეიქმნება, სადაც ცხოველების მეპატრონეების აღრიცხვა მოხდება. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად, ამ ბაზაში აღრიცხვა მოხდება, კერძოდ, თუ სად მოხდა და რა სახის დარღვევა მოხდა. შემდეგ აუცილებლად გადამოწმდება, თუ რამდენად შეასრულეს მეპატრონეებმა თავიანთი ვალდებულებები.

ამ პროექტის მიზანია, რომ პირველ რიგში, მეპატრონეების აღრიცხვა მოხდეს, ასევე, მოხდეს ცხოველების მოვლა-პატრონობის პირობების შემოწმება და მათი კეთილდღეობის ამაღლება. ამასთან, პროექტის მიზანია, რომ ცხოველების რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია მოხდეს. რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჩვენ მისამართზე, ადგილზე, მეპატრონეებს ცხოველების „ჩიპირებას“ და რეგისტრაციას შევთავაზებთ. ამის სანაცვლოდ მეპატრონეებს მოუწევთ „ჩიპის“ თვითღირებულების, მხოლოდ 19 ლარის გადახდა“, - განაცხადა გიორგი კობიაშვილმა.

როგორც კობიაშვილი აცხადებს, პირველ ეტაპზე, სააგენტოს თანამშრომლების მხრიდან შინაური ცხოველების მეპატრონეების გაფრთხილება, ინფორმაციის მიწოდება მოხდება და შემდეგ ეტაპზე, თუ ისინი დარღვევას არ აღმოფხვრიან, ამ შემთხვევაში თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი თანხის ოდენობით დაჯარიმდებიან.

„პირველ ეტაპზე, ცნობიერების ამაღლების მიზნით ინფორმაციის მიწოდება მოხდება, თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ცხოველი და რა ვალდებულებები აქვს მეპატრონეს. ჩვენს ბაზაში დარღვევის აღწერა მოხდება და აუცილებლად, შემდეგ გადამოწმება მოხდება, თუ რამდენად შეასრულა, ეს ვალდებულება მეპატრონემ. პირველ ეტაპზე გაფრთხილება მოხდება და შემდეგ ეტაპზე, თუ არ მოხდება, ამ დარღვევის გამოსწორება, მეპატრონის დაჯარიმება იმ ოდენობით მოხდება, რაც თბილისის საკრებულოს დადგენილებით მიხედვით გათვალისწინებულია“, - აღნიშნა გიორგი კობიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს