Reuters - „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს

„ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტები ქვეყნის თავდაცვის სისტემებმა წარმატებით ჩამოაგდო.

„ჰუსიტების“ პრესსპიკერმა, იაჰია სარიმ განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე ბენ გურიონის აეროპორტი იყო.

გამოცემა The Times of Israel-ის ცნობით, 18 მარტიდან დღემდე, მას შემდეგ რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებები განაახლეს, „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით 37 ბალისტიკური რაკეტა და სულ მცირე 10 დრონი გაუშვეს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა