ბენიამინ ნეთანიაჰუ -  ბრიტანეთის, საფრანგეთის და კანადის ლიდერებმა ფაქტობრივად განაცხადეს, რომ „ჰამასის“ ხელისუფლებაში დარჩენა სურთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და სხვა ქვეყნების ლიდერებმა ფაქტობრივად განაცხადეს, რომ „ჰამასის“ ხელისუფლებაში დარჩენა სურთ.

მისი თქმით, კირ სტარმერს, ემანუელ მაკრონს და მარკ კარნის სურთ, რომ ისრაელი „დამშვიდდეს და შეეგუოს იმ ფაქტს, რომ „ჰამასის“ მასობრივი მკვლელების არმია გადარჩება“.

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასს“ ისრაელისა და ებრაელი ხალხის განადგურება სურს.

„ვერასდროს გავიგებ, როგორ არიდებენ ამ მარტივ ჭეშმარიტებას თავს საფრანგეთის, ბრიტანეთის, კანადის და სხვა ქვეყნების ლიდერები. ვეუბნები პრეზიდენტ მაკრონს, პრემიერ-მინისტრ კარნის და პრემიერ-მინისტრ სტარმერს, როდესაც მასობრივი მკვლელები, მოძალადეები, ჩვილების მკვლელები და გამტაცებლები მადლობას გიხდიან, თქვენ სამართლიანობის არასწორ მხარეს ხართ. კაცობრიობის არასწორ მხარეს და ისტორიის არასწორ მხარეს დგახართ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და კანადა ისრაელის მიერ ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის გაფართოებას გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ თუ ისრაელი ოპერაციას გააგრძელებს, რეაგირება ექნებათ. „არ გავჩერდებით უმოქმედოდ, სანამ ნეთანიაჰუს მთავრობა ამ აღმაშფოთებელ ქმედებებს ახორციელებს. თუ ისრაელი არ შეწყვეტს განახლებულ სამხედრო შეტევას და არ მოხსნის ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეზღუდვებს, საპასუხოდ შემდგომ კონკრეტულ ქმედებებს განვახორციელებთ“, - აღნიშნულია სამი ქვეყნის მთავრობების ერთობლივ განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება