გედევან ფოფხაძე - საგამოძიებო კომისია არის დაჭერის ფორმალური წინაპირობა, წულუკიანს იარაღის მაგივრად ადამიანებს უდებენ ჯიბეში - უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის, მე არათუ ციხისთვის, არამედ ტყვიისთვისაც  მზად ვარ

საგამოძიებო კომისია არის ადამიანის დაჭერის ფორმალური წინაპირობა. წულუკიანს იარაღის მაგივრად ადამიანებს უდებენ ჯიბეში, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

გედევან ფოფხაძის განცხადებით, თუკი ხელისუფლებას რაიმეს გამოძიება უნდოდა, ეს საგამოძიებო კომისიის გარეშეც შეეძლო გაეკეთებინა, რადგან 12 წელია ყველა საგამოძიებო სტრუქტურას აკონტროლებს.

„ასეთი კომისია საერთოდ რა საჭიროა სახელისუფლებო კუთხით. 12 წელია ხელისუფლებაში ხარ, თუ რაიმეს გამოძიება გინდოდა, რაიმეს დადგენა გინდოდა, რომელი სტრუქტურა არ აკეთებდა ამას? იუსტიციის სამინისტროში იყო თეა წულუკიანი და თუ რაიმეს გამოძიება უნდოდა, გამოეძიებინა. უმრავლესობა გაქვს, პროკურატურა შენია, სასამართლო შენია კი არა, საერთოდ ჯიბეში გიზის, გამოიძიე რაც გინდა“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გედვან ფოფხაძის თქმით, ოპოზიცია გადამწყვეტი ბრძოლისთვის უნდა მოემზადოს.

„ჩვენ თამასა აწეული გვაქვს, ვისაც უნდა შემოგვიერთდეს. ვისაც მიაჩნია, რომ მისი გარეთ ყოფნა მნიშვნელოვანია და მეტს გააკეთებს, შეიძლება გააკეთოს მეტი, გამოჩნდება, ახლა რატომ უნდა დავიწყო მისი კრიტიკა. „ოცნებამ“ თავისი პოლიტიკური მოცემულობა შექმნა, მან აირჩია რუსეთი ევროპის მაგივრად, დიქტატურა დემოკრატიის მაგივრად. ეს არის ჩემთვის სალაპარაკო თემა და ამაზე არ ვილაპარაკო და ოპოზიციონერებზე ვილაპარაკო? ოპოზიციონერებიც ადამიანები არიან და შეიძლება ვიღაცას რაღაცის შეეშინდეს, ვიღაცას შეიძლება ფიზიკურად ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, რომ ჩაჯდეს ციხეში. ადამიანური მომენტია.

მე არა თუ ციხისთვის ვარ მზად, არამედ ტყვიისთვისაც მზად ვარ. მე მზად ვარ, რომ თუ „ოცნება“ დაიწყებს მიტინგის დარბევას ცეცხლსასროლი იარაღით, მე წავალ იმ მიმართულებით, საიდანაც იქნება ტყვიები. მე ამ პირობას ვიძლევი „ქართულ ოცნებასთანაც“ და ქართველ ხალხთანაც. მე მოვიხვედრებ ტყვიას, მე ამისთვის მზად ვარ, ჩემთვის ეს მძიმე თემაა და მე ამაზე ნაფიქრი მაქვს. არ ვარ ბედნიერი, არც შესაძლო ციხით, არც იმის გამო, რომ ვიღაცამ ტყვია მგლიჯოს და მომკლას, მაგრამ მე მგონია, რომ ეს გასაკეთებელია და სწორია. ფსიქოლოგიურად ამისთვის უნდა მოვემზადოთ, უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა