ვიტალი კლიჩკო - რუსებმა კიევს დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს - არიან დაშავებულები

რუსებმა კიევს დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, არიან დაშავებულები, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის დედაქალაქის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მტრის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. ორი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენებს სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწიათ“, - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბალისტიკური რაკეტებიც დააფიქსირეს.

კლიჩკომ აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად, კიევში საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები დაზიანდა.

„ნამსხვრევები დაეცა ობოლონის რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრსა და საცხოვრებელ შენობას“, - აღნიშნა კიევის მერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს