ვოლოდიმირ ზელენსკი - 307 უკრაინელი დამცველი სახლშია

307 უკრაინელი დამცველი სახლშია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„დღეს თურქეთში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში „ათასი-ათასზე“ გაცვლის მეორე დღეა. სულ, ამ ორი დღის განმავლობაში სახლში 697 ადამიანი დაბრუნდა. ველით, რომ ეს პროცესი ხვალაც გაგრძელდება“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, დაბრუნებულ სამხედროებს შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების, სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურისა და უკრაინის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები არიან.

„ჩვენი მიზანი რუსეთის ტყვეობიდან ყველა ადამიანის დაბრუნებაა. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობას, რათა ეს შესაძლებელი გახდეს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მასშტაბური გაცვლის პირველი ეტაპი გუშინ შედგა. მხარეებმა 390 ადამიანი გაცვალეს, მათ შორის 270 სამხედრო მოსამსახურე და 120 სამოქალაქო პირი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ