ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი უკრაინისთვის დახმარების გაწევას გააგრძელებს

აზერბაიჯანი უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას მომავალშიც გააგრძელებს, - აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი და უკრაინა მუდმივად უჭერენ მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა აზერბაიჯანში იმყოფება და შეხვედრებს მართავს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო