გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - პუტინს მშვიდობა არ აინტერესებს, მას ამ ომის გაგრძელება სურს - ევროკავშირი დამატებით სანქციებზე შეთანხმდება

კიევის მოკავშირეებმა, რუსეთის მიერ უკრაინის მასიური დაბომბვის საპასუხოდ, მოსკოვის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები უნდა დააწესონ, - Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა.

„პუტინს მშვიდობა არ აინტერესებს, მას ამ ომის გაგრძელება სურს და ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს მოხდეს, ამიტომ ევროკავშირი დამატებით სანქციებზე შეთანხმდება“, - განაცხადა ვადეფულმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, გადამწყვეტი რეაგირება მოახდინონ რუსეთის მიერ კვირას განხორციელებულ უკრაინის მასშტაბურ დაბომბვაზე.

„ჩვენ ამას ვერ შევეგუებით“, - განაცხადა იოჰან ვადეფულმა და დასძინა, რომ პუტინის პოლიტიკა „ასევე შეურაცხყოფაა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის, რომელმაც ასე ძალიან სცადა პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა“.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 60 დაშავდა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე თავდასხმა 367 დრონით და რაკეტით განახორციელეს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა