ბადრი ჯაფარიძე - პატარა ჯგუფი აუცილებლად წავა და ქართველი ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას - შემდგომ 26 მაისს ყველანი ერთად ვიზეიმებთ, რომ ქვეყანა დაადგა ნორმალური, ცივილიზებული, ევროპული განვითარების გზას

არ არსებობს ძალა, რომელიც ქართველ ხალხს თავისუფლებას წაართმევს. ეს ჩვენ არაერთხელ გვიჩვენებია გარეშე მტრისთვის, შიდა მტრისთვის და ახლაც, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ აჩვენებს ყველას, რომ ეს არის ის მონაპოვარი, რომელსაც ქართველი ხალხი არასდროს დათმობს, - ამის შესახებ “ლელო - ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული მარშის დაწყების წინ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, მომავალ 26 მაისს ქვეყანა დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, ევროპულ გზაზე დადგომასაც იზეიმებს.

“მე მინდა, მოგილოცოთ ყველას უმნიშვნელოვანესი დღესასწაული ჩვენი სახელმწიფოსთვის, მთავარი დღესასწაული, დამოუკიდებლობის დღე და, რაც მთავარია, ამ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით, ეს დღე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და მე ვხედავ, რომ ადამიანები გაერთიანებულები არიან. ადამიანები, რომლებსაც ეს ქვეყანა ეძვირფასებათ ყველაზე მეტად იმიტომ, რომ ეს არის მთავარი ღირებულება ადამიანისთვის, თავისუფლება, რომლისთვისაც ღირს თავგანწირვა.

ძალიან ძნელია, გულგრილად მოუსმინო თუნდაც იმ ლექსს, რომელსაც გამოთქვამდნენ ჩვენი თანამოქალაქეები ამ ბოლო დღეებში, თან მოწოდებაც იყო იმის, რომ ყველა მოსულიყო 26-ში რუსთაველზე და ყველას გვეზეიმა ერთად ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. ძალიან ძნელია ემოციის გარეშე, რომ დაიცავ შენს სამშობლოს. უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და რაც მთავარია, ჩვენ არ დავთმობთ თავისუფლებას. არ არსებობს ძალა, რომელიც ქართველ ხალხს თავისუფლებას წაართმევს. ეს ჩვენ არაერთხელ გვიჩვენებია გარეშე მტრისთვის, შიდა მტრისთვის და ახლაც, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ აჩვენებს ყველას, რომ ეს არის ის მონაპოვარი, რომელსაც ქართველი ხალხი არასდროს დათმობს. ეს მონაპოვარი ძალიან დიდ ბრძოლად, სისხლად და ძალისხმევად დაუჯდა ქართველ ხალხს და ამის დათმობას არ გვაპატიებს ჩვენი მომავალი თაობა.

ჩვენ არა მხოლოდ ის უნდა შევძლოთ, რომ დავიცვათ თავისუფლება და არ დავთმოთ, არამედ ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს, სადაც ერთხელ და სამუდამოდ საქართველო იქნება უსაფრთხო, საქართველოში იქნება კეთილდღეობა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სამართალი და თითოეული ადამიანის უფლება, თითოეული ადამიანის შესაძლებლობები იქნება სრულად განხორციელებული, ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ არა მხოლოდ დავიცვათ თავისუფლება, არამედ ქვეყანა განვავითაროთ, ყველამ ერთად დავაყენოთ ფეხზე და ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი, რომ გვქონდეს ამის იმედი. ეს პატარა ჯგუფი აუცილებლად წავა ხელისუფლებიდან და ქართველი ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას და ქართველი ხალხი გახდება ამ ქვეყნის ნამდვილი პატრონი.

შემდგომ 26 მაისს უკვე ყველანი ერთად ვიზეიმებთ იმას, რომ ქვეყანა დაადგა ნორმალური, ცივილიზებული, ევროპული განვითარების გზას”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ სიტყვით გამოსვლისას.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება