ქალაქ ლივერპულში ავტომობილი ხალხში შევარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ მიერ ინგლისის პრემიერლიგის ტიტულის მოპოვების აღსანიშნავად მიმდინარე ზეიმზე მოხდა.
ქალაქის პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი ადგილზე დააკავეს.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"