რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა თბილისში რუსეთის დროშის „შეურაცხყოფის ფაქტზე“ გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშის "შეურაცხყოფის ფაქტზე" გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს.

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ალექსანდრ ბასტრიკინმა გამოძიების დაწყება მას შემდეგ ბრძანა, რაც „მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ საქართველოს რესპუბლიკაში, მუსიკალური ფესტივალის დროს, ერთ-ერთმა შემსრულებელმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა შეურაცხყო“.

„რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებს დაავალა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრან, რათა დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე კანონით დადგენილი წესით წარსდგნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ვითარებას რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები შეაფასებდნენ.

„დილიდან არაერთი ზარი ისმის, კომენტარის გაკეთების თხოვნით უცნობი ანტიგმირის საქციელზე, რომელმაც რუსული სამფეროვანი დროშით რაღაც წარმოდგენა მოაწყო თბილისში. პირველ რიგში, დროშა დროშად დარჩება, რაც არ უნდა ჩაიდინოს შეშლილმა. მეორეც, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებას შესაბამის შეფასებას მისცემენ“, - აღნიშნა ზახაროვამ.

უფრო ადრე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუსიკალურ ფესტივალზე ქართველმა მუსიკოსმა ერეკლე გეწაძემ "რუსეთის დროშა შეურაცხყო".

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო