დიმიტრი პოლიანსკი - რუსეთმა, უკრაინის საკითხში ევროპის ქმედებების გამო, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა მოითხოვა

რუსეთმა, ევროპული ქვეყნების ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების პროცესის შეფერხებას ცდილობენ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება მოითხოვა, - ამის შესახებ ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა.

„კიევის რეჟიმის ევროპელმა სპონსორებმა მოითხოვეს შეხვედრა უკრაინაში ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც 29 მაისს, ნიუ-იორკის დროით 15:00 საათზე (მოსკოვის დროით 22:00 საათზე) გაიმართება. ჩვენ გადავწყვიტეთ, სარკისებურად გვეპასუხა და, თავის მხრივ, მოვითხოვეთ შეხვედრა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის შექმნილ საფრთხეებთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია რიგი ევროპული სახელმწიფოების ქმედებებით, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ უკრაინის კრიზისის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობებს“, - აღნიშნა პოლიანსკიმ.

პოლიანსკის თქმით, რუსეთის მოთხოვნით, შეხვედრა, სავარაუდოდ, 30 მაისს გაიმართება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ