აშშ-ის სადაზვერვო სააგენტო - რუსეთი, თითქმის დანამდვილებით, მიზნად ისახავს საქართველოს თავის გავლენის სფეროში დაბრუნებას - „ქართული ოცნების“ მთავრობამ შექმნა გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს ქვეყანაში გაზარდოს თავისი გავლენა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სააგენტომ (DIA) მსოფლიო საფრთხეების შეფასების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა რომელშიც, საქართველოზეც არის საუბარი.

„რუსეთი, თითქმის დანამდვილებით, მიზნად ისახავს საქართველოს თავის გავლენის სფეროში დაბრუნებას. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით მოქმედმა მთავრობამ შექმნა გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს გაზარდოს თავისი გავლენა ქვეყანაში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

უწყება სომხეთში არსებულ სიტუაციასაც აფასებს და ხაზს უსვამს, გასულ წელს რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები გაუარესდა.

„სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლით დაიმუქრა, ხოლო რუსეთმა საინფორმაციო ოპერაციები გამოიყენა სომხეთის დემოკრატიისა და მისი უფრო პროდასავლური ხელმძღვანელობის დისკრედიტაციისთვის“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე