Reuters - გერმანია ისრაელის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმით იმუქრება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული ისრაელს, ღაზაში შექმნილი მდგომარეობის გამო, გარკვეული ზომებით ემუქრება და აცხადებს, რომ ბერლინი არ განახორციელებს იარაღის ექსპორტს, რომელსაც ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისთვის იყენებენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

იოჰან ვადეფულმა ხაზი გაუსვა, რომ არ უნდა მოხდეს ისრაელის მიმართ გერმანიის ისტორიული მხარდაჭერის ინსტრუმენტალიზება და რომ საჰაერო დარტყმებმა და საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტმა ღაზაში არსებული ვითარება აუტანელი გახადა.

„არ უნდა მოხდეს ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ჩვენი ერთგული ბრძოლის და ისრაელის სახელმწიფოს არსებობის უფლებისა და უსაფრთხოებისადმი ჩვენი სრული მხარდაჭერის ინსტრუმენტალიზება ღაზას სექტორში ამჟამად მიმდინარე ომისთვის“, - განაცხადა ვადეფულმა.

მისი თქმით, საჭიროა დაფიქრება შემდგომი ნაბიჯების გადადგმაზე.

„ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ, თუ რა შემდგომი ნაბიჯები გადავდგათ. სადაც ზიანის საფრთხეს დავინახავთ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით და რა თქმა უნდა, არ მივაწვდით იარაღს, რათა კიდევ უფრო მეტი ზიანი არ მივაყენოთ“, - აღნიშნა იოჰან ვადეფულმა.

მანამდე, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ღაზაზე საჰაერო დარტყმები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის „ჰამასთან“ ბრძოლის აუცილებლობით აღარ არის გამართლებული და აღარ არის გასაგები.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა