Reuters - ირანში ისრაელის დაზვერვასთან თანამშრომლობაში ბრალდებული პირი სიკვდილით დასაჯეს

ირანში ისრაელის დაზვერვასთან თანამშრომლობაში ბრალდებული პირი სიკვდილით დასაჯეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანული მედიის განცხადებით, „პედრამ მადანი სიონისტური რეჟიმის სასარგებლოდ ჯაშუშად მუშაობდა“.

„პედრამ მადანის იდენტიფიცირების, დაპატიმრების, სისხლის სამართლის პროცესის სრული პროცესისა და უზენაესი სასამართლოს მიერ განაჩენის საბოლოო დადასტურების შემდეგ, იგი მართლმსაჯულების წინაშე წარდგა და სიკვდილით დასაჯეს“, - აცხადებს ირანული მედია.

ცნობისთვის, გასულ თვეში ირანმა ისრაელის სადაზვერვო სააგენტო, „მოსადთან“ თანამშრომლობის ბრალდებით კიდევ ერთი ირანის მოქალაქე, მოსენ ლანგარნეშინი სიკვდილით დასაჯა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა