კახა კალაძე - ოპოზიციის პლატფორმები დროებითია, როგორ შეიძლება მათ შორის რაიმე ერთობა, როცა სხვადასხვა მსოფლმხედველობა აქვთ

ოპოზიციაში დაპირისპირება ყოველთვის იყო - მათი ლიდერების განცხადებებშიც იკვეთება, რა განწყობები აქვთ ერთმანეთისადმი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებს შორის „რაიმე სახის ერთობა, დროებითია“.

„ოპოზიციაში დაპირისპირება ყოველთვის იყო. არაერთი ფაქტი გვახსოვს იმის, რომ რაღაც პლატფორმები იქმნებოდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დროებითია, როგორ შეიძლება მათ შორის რაიმე ერთობა, როცა სხვადასხვა მსოფლმხედველობა აქვთ. რა განწყობა და დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ, იმ განცხადებებშიც იკვეთება, რასაც მათი ლიდერების მხრიდან ვისმენთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის შეფასებით, ოპოზიცია იმოქმედებს ისე, როგორც „თავიანთი პატრონები გარედან ეტყვიან“.

„არ მინდა, მათ პოლემიკაში შევიდე, თუ ვინ იღებს ან არ იღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ეს არ არის ჩვენი საქმე.

რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მზადება გვაქვს დაწყებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, თუმცა ბევრი პრობლემა რჩება, არსებობს გამოწვევები. ამ ყველაფერს სჭირდება ღირსეული პასუხი. საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რას ვგეგმავთ და როგორ ვაპირებთ მათ მოგვარებას. მგონია, რომ ოპოზიციას რასაც თავიანთი პატრონები გარედან ეტყვიან, ისე მოიქცევიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში