გერმანია უკრაინას 5 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

გერმანია უკრაინას 5 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შესაბამის შეთანხმებას უკრაინისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებმა, რუსტემ უმეროვმა და ბორის პისტორიუსმა ბერლინში მოაწერეს ხელი.

კერძოდ, გერმანია უკრაინაში შორი მანძილის შეიარაღების წარმოებას დააფინანსებს. აღნიშნული სქემით დაფინანსებული სისტემები კიევს უკვე მომდევნო კვირებში შესაძლოა, გადაეცეს.

მათი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი უკვე იმყოფება უკრაინის შეიარაღებაში, ამიტომ შესაძლებელია ექსპლუატაციაში მათი დაუყოვნებლივ შეყვანა, პერსონალის დამატებითი მომზადების გარეშე. გერმანიის თავდაცვის უწყება აღნიშნავს, რომ 2025 წელს შეიარაღების სისტემების მნიშვნელოვანი რაოდენობის წარმოებაა შესაძლებელი, თუმცა დეტალები არ მჟღავნდება.

ასევე, გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, სახმელეთო შეიარაღებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მიწოდებას.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ასევე კონტრაქტი გააფორმა გერმანულ თავდაცვით კონცერნ Diehl-თან საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შესაბამისი საბრძოლო მასალის მიწოდებაზე.

გერმანიის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული დახმარების საერთო ღირებულება 5 მილიარდ ევროს შეადგენს და ისინი ბუნდესტაგის მიერ უკვე დამტკიცებული სახსრებიდან იქნება გამოყოფილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ