კახა ქემოკლიძე - ვახტანგ გომელაური ადამიანურად ძალიან შემეცოდა იმის გამო, როგორც ბატონი ივანიშვილი მოექცა - ის ყველაზე მეტად დაზარალდა სანქციებით

ვახტანგ გომელაური ადამიანურად ძალიან შემეცოდა იმის გამო, როგორც ბატონი ივანიშვილი მოექცა - ის ყველაზე მეტად დაზარალდა სანქციებით, - ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა ქემოკლიძე შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მიერ თანამდებობის დატოვებას.

კახა ქემოკლიძის თქმით, ვახტანგ გომელაური დასანქცირდა ყველაზე მძიმე სანქციებით და ამ ფონზე მისი თანამდებობიდან გათავისუფლება „ადამიანურად ძალიან მძიმეა“.

ვახტანგ გომელაური ადამიანურად ძალიან შემეცოდა იმის გამო, როგორც ბატონი ივანიშვილი მოექცა. მე ვფიქრობ, რომ ის ყველაზე მეტად დაზარალდა, შიდა პოლიტიკურად, საგარეო პოლიტიკურად, სანქციებით. ყველაზე მეტი და მძიმე სანქციები, ამ პლანეტაზე თუკი რამე არსებობს, ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ წევრებში, მათ შორის ძალიან ცუდ ადამიანებში, ბატონ გომელაურს მოხვდა. ამ ფონზე, როდესაც მას უშვებენ, პოლიტიკური აფილაცია და შეფასებები რომ გვერდით გადავდოთ, ადამიანურად ძალიან მძიმეა“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

კითხვაზე, ხელისუფლებაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებით ხომ არ ძლიერდება კობახიძის გავლენები, ხოლო ივანიშვილის კი მცირდება, კახა ქემოკლიძე პასუხობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ბიძინა ივანიშვილის გარდა ელექტორალური წონა არცერთ ადამიანს არ აქვს და არჩევნებში შეიძლება ათასი ხმაც ვერ აიღონ.

„ბატონი კობახიძე პოლიტიკურად ძლიერდება? კობახიძეს რომ თანამდებობა გამოაცალო რამე ელექტორალური წონა აქვს? ბიძინა ივანიშვილი რომ გვერდით გაიწიოს და ბატონი კობახიძე რომ საზოგადოებას პირდაპირ, ერთი-ერთზე რომ დაუყენო, რამდენ ხმას აიღებს? ათას ხმას აიღებს? ეჭვი მაქვს, რომ ათას ხმას ვერ გადააჭარბებს. ელექტორალური წონა არცერთ ადამიანს არ აქვს ივანიშვილის გარდა მანდ, შეიძლება ბატონი კალაძე შევიყვანოთ ამ სიაში“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ