ილონ მასკი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს

აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განაცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მასკი მადლობას უხდის ტრამპს, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის, DOGE-ის, მართვის შესაძლებლობა მისცა.

ამასთან, მისი განცხადებით, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი მუშაობას გააგრძელებს.

„რადგან ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის, თანამდებობაზე ყოფნის დრო იწურება, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უსარგებლო ხარჯების შემცირების შესაძლებლობის მოცემისთვის. DOGE-ის მისია დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება, რადგან ის მთელი მთავრობის ცხოვრების წესად იქცევა“, - წერს მასკი X-ზე.

დასავლური მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ მასკის გათავისუფლება დაუყოვნებლივ დაიწყება.

შეგახსენებთ, აშშ-ის მთავრობის ზომის შემცირების ხმაურიან კამპანიას ხელმძღვანელობდა, რომლის შედეგადაც ათასობით ფედერალური სამუშაო ადგილი შემცირდა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა