თურქეთი და ბელგია „დრონების კოალიციაში“ გაწევრიანებას გეგმავენ

თურქეთმა და ბელგიამ გამოთქვეს განზრახვა, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში მოქმედ „დრონების კოალიციას“ შეუერთდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია „დრონების კოალიციის“ თანათავმჯდომარის, ლატვიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დრონების კოალიციის“ სამიტზე, ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა განაცხადა, რომ თურქეთმა და ბელგიამ კოალიციაში გაწევრიანების განზრახვა გამოთქვეს.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ფორმატის წევრმა ქვეყნებმა ერთობლივად დაახლოებით 180 მილიონი ევრო შეიტანეს საერთო შესყიდვების ფონდში, რომელსაც „დრონების კოალიციის“ მეორე ლიდერი, გაერთიანებული სამეფო ხელმძღვანელობს.

რაც შეეხება თავად ლატვიას, ქვეყანამ გამოაცხადა, რომ 2025 წელს კოალიციის საჭიროებებისთვის 20 მილიონი ევროს გამოყოფას აპირებს, რომელსაც დრონების შესაძენად გამოიყენებენ, კიდევ 10 მილიონ ევროს კი ლატვიისა და უკრაინის ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობის პროექტებისთვის გამოყოფს.

2024 წლის თებერვალში „დრონების კოალიციის“ შექმნის შემდეგ, მისმა წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიეს, კერძოდ, მხოლოდ 2024 წელს ჯამში - 1.8 მილიარდ ევროს ოდენობით, 2025 წელს კი დაგეგმილია დახმარების 2.75 მილიარდ ევრომდე გაზრდა.

ამჟამად „დრონების კოალიცია“ 18 სახელმწიფოს აერთიანებს, ბელგიისა და თურქეთის დამატებით კი მათი რიცხვი 20-ს მიაღწევს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე