ვიქტორ ორბანი - ირაკლი კობახიძე არის საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, რომელმაც მოიგო არჩევნები, ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა და დაამარცხა ყველა - თავი არ დაუხარა ბრიუსელს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, „ირაკლი კობახიძე არის საქართველოს გმირი და საერთაშორისო პატრიოტი, რომელმაც არჩევნები მოიგო".

როგორც ორბანმა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ირაკლი კობახიძემ ბრიუსელს თავი არ დაუხარა და ძლიერი, წარმატებული ლიდერი გახდა“.

„საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, ადამიანი, რომელმაც მოიგო არჩევნები, არის ირაკლი კობახიძე. ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა და დაამარცხა ყველა. ქვეყანაში მოიტანა უმსხვილესი ეკონომიკური ზრდა. ამ ქვეყნის 20% არის „რუსული დათვის“ მიერ წაღებული, მაგრამ ბრიუსელს არ დაუხარა თავი, გახდა ახალი დიდი ბრიტანეთი, გახდა ძლიერი და წარმატებული ლიდერი თავის ქვეყანაში”, - განაცხადა ორბანმა. ამასთან, როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კონსერვატიული პოლიტიკური მოძრაობა გლობალური ბრენდი გახდა.

„ჩვენ ბევრი რამ გამოვიარეთ, შეტევა, თავდასხმა, მაგრამ ბევრი ადამიანი, ვინც ამ დარბაზშია, არის იმის მტკიცებულება, რომ ბრძოლის გარეშე წარმატება არ არსებობს. არა მარტო უნდა ვიბრძოლოთ წარმატებისთვის, არამედ გავიაროთ დიდი ტკივილიც. ამას ამტკიცებს დონალდ ტრამპიც. ლიბერალური, პროგრესული ხალხი ვერ გაუძლებდა იმას, რაც ჩვენ გამოვიარეთ.. ჩვენ შევძელით კვლავ დავმდგარიყავით ფეხზე და ევროპელი ლიდერების სამაგალითო ეტალონი ვაჩვენეთ. სხვები იმალებიან, ჟურნალისტებს ეფარებიან უკან, მაგრამ ჩვენ გაბედულად ვდგავართ მათ წინ და ფანტასტიკურ შედეგებს ვაღწევთ ჩვენს ქვეყნებში. ჩვენ ვართ იმის მაგალითი, თუ რა არის გამძლეობა. კონსერვატიული პოლიტიკური მოძრაობა გახდა გლობალური ბრენდი. ეს კონფერენცია არის იმის მტკიცებულება, რომ ლიბერალებს ვაშინებთ და ისინი თავიანთ კუთხეში იმალებიან“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. თარგმანს ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში