CIU-ს პროფესორები ესტონეთის ციფრული მმართველობის აკადემიის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ხატიძე და უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში, პროფესორი ზვიად გაბისონია ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ესტონეთის ციფრული მმართველობის აკადემიის საერთაშორისო კონფერენციაში „From Bytes to Benefits“ მონაწილეობენ. ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციის ორგანიზატორები არიან ესტონეთის ციფრული მმართველობის აკადემია, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრი.

„კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 85 ქვეყნის 650 წარმომადგენელი, ციფრული მმართველობის და ტექნოლოგიების სამართლის მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციაზე მომხსენებელთა შორის არიან ესტონეთის პრეზიდენტი, ესტონეთის იუსტიციისა და ციფრულ საქმეთა მინისტრი, Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტი და ინფორმაციული უსაფრთხოების მთავარი ოფიცრის მოადგილე, ესტონეთის ციფრული მმართველობის აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი.

განხილულ თემათა შორისაა ციფრული მმართველობის დანერგვისა და განვითარების, ტექნოლოგიების სამართლის და ზოგადად ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ელექტრონული ხელმოწერების დანერგვის და ციფრულ მმართველობაში კიბერუსაფრთხოების საკითხები. ასევე, ციფრულ მმართველობაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის შესაძლებლობები. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მიერ აღნიშნული საკითხების მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილება გაზიარდა.

აღსანიშნავია, რომ პროფესორ გიორგი ხატიძის და პროფესორ ზვიად გაბისონიას ვიზიტი ხორციელდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუნდამენტური სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებული პროექტის - „საქართველოში ციფრული მმართველობის დანერგვის სამართლებრივ-ტექნოლოგიური გამოწვევები (ესტონეთის გამოცდილების მაგალითზე)“ ფარგლებში. ესტონეთის ციფრული მმართველობის აკადემია აღნიშნული პროექტის უცხოელ პარტნიორს წარმოადგენს. კონფერენციის ფარგლებში ქართველი პროფესორები ასევე, შეხვდნენ ესტონეთის ციფრული მმართველობის აკადემიის აღმასრულებელ დირექტორს, აკადემიის ციფრული მიმართულების ხელმძღვანელს, მესამე პირებთან ურთიერთობის მმართველს, ციფრული მმართველობის და ტექნოლოგიების სამართლის სხვა ექსპერტებს. შეხვედრისას სხვა საკითხებთან ერთად საუბარი შეეხეო პროექტის შედეგებსა და მნიშვნელოვან მიგნებებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე